logo
ENG



ორგანიზებული ძალადობა წინასაარჩევნოდ

30 ივლ 202420:04
3 წუთის საკითხავი
 

წინასაარჩევნოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე ძალადობის ორგანიზება პაპუაშვილსა და კობახიძეს დაევალათ. ოლიგარქის პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გახარიას პარტია ასახელებს. ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკური ორგანიზაციის ინფორმაციით, დაქირავებული ზონდერები დანაშაულს ჩაიდენენ, ქართული ოცნება კი ამნისტიის კანონით პასუხისმგებლობას ააცილებს. კანონი ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. გახარიას პარტია მმართველი ძალის აგრესიის ზრდასა და ორგანიზებული ძალადობის კამპანიის დაანონსებას რეიტინგის მკვეთრი ვარდნით ხსნის.


close დახურვა