ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხაძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე 11 ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ხანძარი სხვა სახლებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელზემ სუბუქი დაზიანება მიიღო.