ორთაჭალაში, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
„ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში, 5 დეკემბრის ასახვევთან მოხდა. დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები. პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.