21 ნოემბერს, არჩევნები 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში ჩატარდება. ყველა ოლქში მმართველ პარტიას ოპონენტი არ ეყოლება. უფრო ზუსტად კი, ოპოზიციონერი კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. კანონის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატების გვერდით, ბიულეტენებში, ოპოზიციონერების გვარები მაინც იქნება, ამიტომ ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლებს დღეს საჯაროდ მოუწოდებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.
ორი დღე არჩევნებამდე და ოპოზიციის გეგმები
19 ნოე 202020:26
3 წუთის საკითხავი