logo
ENG



ორი დღეა ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს - ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების გადაწყვეტილებაზე

14 ნოე 201912:14
3 წუთის საკითხავი
 
zlqqup420mlfm5t.jpg

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრისდთვის ემზადებიან. ოპოზიციონერ დეპუტატებს არ სჯერათ ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატების, რადგან ამ საკითზხე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. 

"ორი დღეა ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ვითომ მაჟორიტარები, რომლებიც არიან ყველაფერში მორჩილები. ვითომ რაღაც კამათში არიან შესულნი ივანიშვილთან. ესაა გარდამტეხი მომენტი ქვეყნის განვითარებაში. თუ ივანიშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს ხალხის აზრი. ის ღიად ეუბნება ხალხს რომ იქნება ძალაუფლებაში რამდენი ხანიც უნდა. ჩაგდების შემთხვევაში ამას საზოგადოება არ გადაყლაპავს",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია. 

ეკა ბესელია კი ამბობს, რომ  მისთვის უცნაურია დაჩი ბერაიას განცხადებები. როგორც ბესელია განმარტავს, ბერაია ხმამაღალი განცხადებებით არასდროს გამირჩეოდა. 

"არასერიოზულად ჩათვლიან, არასათანადო პარტნიორად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელსაც შუძლია ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეცვალოს. არ მივიჩნევ, რომ პროცესი უმართავია. აქ მარტივია ყველაფერი, როგორც ჩანს პრაგმატულადაა დანახული, რომ მმართველ ძალას პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ძალაუფლების დაყოფა მოუწევს",- აცხადებს ბესელია.

საკანონმდებლო ოპოზიციას ეთანხმება ლევან კობერიძეც  და ამბობს, რომ პროცესები ხელოვნურადაა მართული.

"ჩემი მოსაზრებით, რაც ხდება ახლა არის ერთიანი გეგმის ნაწილი. არ გამოვრიციხავ, რომ ეს იყოს ხელოვნურად ინსპირირებული პროცესი ცალკე პარტიის შექმნის მაჟორიტარებისგან და არჩევნებისთვის ამგავრად მომზადების",- განმარტავს ლევან კობერიძე.


close დახურვა