logo
ENG



ორი სამხედრო ვერტმფრენის შეჯახებას 13 ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა

26 ნოე 201920:44
3 წუთის საკითხავი
 
8kaiwkfx2l94eek.jpg

მალიში ორი სამხედრო ვერტმფრენის შეჯახებას 13 ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. ავიაკატასტროფა ჯიჰადისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს მოხდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საფრანგეთის არმიისთვის ეს ყველაზე დიდი დანაკარგია. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამჟამად აფრიკის ქვეყნებში 4500 ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ადგილობრივებს ისლამისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან. 

 


close დახურვა