ორი უცნობი მოქალაქეს სოფელ დიღომში თავს დაესხა და სასტიკად სცემა.
ზაზა მდივანი მასზე თავდასხმის ორ ვერსიას განიხილავს. ერთი ვერსიით, შესაძლოა მას ფიზიკურად ბერა ივანიშვილის დავალებით გაუსწორდნენ, რადგან მისი, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, მან ბერა ივანიშვილს ფეისბუქზე აგინა.
მეორე ვერსიით კი, ინციდენტი შესაძლოა ზაზა მდივანის ყოფილ სამსახურს უკავშირდებოდეს.
მისი თქმით, "შპს ალეკოსთან" სამართლებრივი დავა ჰქონდა. სასამართლო დადგენილებით კი, კომპანიამ მას 30 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. ზაზა მდივანის თქმით, პოლიციამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.