logo
ENG



ორმაგი ნობელი - პრემია პოლონელ ტოკარჩუკს და ავსტრიელ ჰანდკეს ერგოთ

10 ოქტ 201915:25
3 წუთის საკითხავი
 
uie15bddf6tr1sc.jpg

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ერთდროულად ორ მწერალზე გაიცა. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიის მფლობელები პოლონელი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი პიტერ ჰანდკე გახდნენ.

გასაიდუმლოებული ჟიურის შეფასება ასეთი იყო: ტოკარჩუკმა ნობელი დაიმსახურა "მხატვრული თხრობის გამო, რომელიც ენციკლოპედიური ცოდნით წარმოაჩენს მიჯნებს, როგორც ცხოვრების ფორმებს". ჰანდკე კი ასე შეფასდა: "ზეგავლენის მქონე ნაშრომისთვის, რომელიც ლინგვისტური გამომგონებლობით იკვლევს პერიფერიებს და ადამიანურ გამოცდილებებს".

შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემია 2018 წელს სკანდალის გამო არ გაიცა.  შვედეთის აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო, სექსუალურ ძალადობაში ამხილეს, რის გამოც დაჯილდოება ჩაიშალა. სწორედ ამიტომ წელს ორი წლის ერთდროულად შეფასება მოუწიათ ჟიურის წევრებს. 

 


close დახურვა