გავრცელებული ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.