ხუთი თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. გარდა ამისა, ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პატიმრობაში დარჩენას თვითონაც იზიარებს.
"შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს არ უარუყვია წარდგენილი ბრალი, თუმცა ოფიციალურად გამოძიების ეტაპზე იგი იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება მტკიცებულებებს, აქ სახეზეა როგორც მეზობლების ჩვენებები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის სისხლიანი დანა, სხვა სისხლიანი ნივთები, უკვე საექსპერტო კვლევის შედეგად მივიღებთ დამატებით მტკიცებულებებს", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
მკვლელობა 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა-109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.