ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დაკავებული კაცი ბრალს სრულად აღიარებს და ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ მიაყენა ცოლს 30 მდე ჭრილობა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ ბოლო დროს მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში ნარკოტიკული საშუალებების გამო იყო. მაგრამ პროკურატურას სხვა ვერსია აქვს. უწყება დარწმუნებულია, რომ კაცს სასჯელის შემსუბუქება ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტორით სურს.