logo
ENG



ოსტინი: აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბალტიის ქვეყნები დაიცვას

17 თებ 202308:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/17/xxmurvgpkcz9pk9.jpg

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ამერიკა, საჭიროების შემთხვევაში მზად არის ბალტიის ქვეყნები [ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი] დაიცვას და რეგიონში სამხედრო ყოფნას აგრძელებს.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ტალინში ვიზიტისას გააკეთა. ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს რეგიონის საერთო უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის შეკავება.

"ესტონელი ხალხისთვის მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ამერიკა ურყევად რჩება თავისუფლების ერთგული და ბალტიელი მოკავშირეების სუვერენიტეტის ერთგული. ჩვენ მე-5 მუხლის ერთგული ვართ, თქვენ შეგიძლიათ ამაზე ფსონი დადოთ", - თქვა ოსტინმა.

ლოიდი გულისხმობდა ნატოს წესდებაში მოყვანილ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ალიანსის თითოეულ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, მოკავშირეები მას იცავენ.

პენტაგონის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მანამდე გაკეთებული განცხადებაც მოიშველია, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური ვაშინგტონი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამერიკული სამხედროების ყოფნის გააძლიერებს.


close დახურვა