logo
ENG



ოსტინი: გვსურს, ვიხილოთ ისე დასუსტებული რუსეთი, რომ ვერ შეძლოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა

25 აპრ 202214:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/25/gukreaqrfih5hpe.png

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ სურს, "იხილოს დასუსტებული რუსეთი, რათა ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრით". 

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ უკრაინა, რომელიც სუვერენული და დემოკრატიულია და შეუძლია თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა. 

ჩვენ გვსურს, ვიხილოთ იმდენად დასუსტებული რუსეთი, რომ მას არ შეეძლოს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრით. მან უკვე დაკარგა სამხედრო შესაძლებლობები. გვინდა ვნახოთ, რომ მათ არ აქვთ ამ დანაკარგის სწრაფად აღდგენის შესაძლებლობა". - თქვა მან პოლონეთი-უკრაინის საზღვართან პრესკონფერენციაზე, რომელიც ენტონი ბლინკენთან ერთად გამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს კიევში 24 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტია უკრაინაში.

აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა