logo
ENG



ოსტინი: უკრაინას შეუძლია ომის მოგება, თუ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა და მხარდაჭერა

25 აპრ 202212:29
3 წუთის საკითხავი
 
ოსტინი: უკრაინას შეუძლია ომის მოგება, თუ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა და მხარდაჭერა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება, თუ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა და მხარდაჭერა. 

"გამარჯვებისთვის პირველი ნაბიჯი არის რწმენა, რომ შეგიძლია მოგება. და მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება, თუ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია". - განაცხადა მან უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, სადაც ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად იმყოფებოდა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს კიევში 24 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტია უკრაინაში.

აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა