საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან, არამხოლოდ რუსული სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს უკრაინის ომში, არამედ ადგილობრივებიც. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში იქაურებს სამხედრო კონტრაქტი ავალდებულებდა ამას, ხოლო აფხაზეთიდან ჯერჯერობით მხოლოდ მოხალისეობრივად ომობენ უკრაინელთა წინააღმდეგ. მძიმეა ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ საომარი გამოცდილება, როგორც ამ ომის უკვე თითქმის ერთთვიანმა ქრონიკამ გვაჩვენა, რუსეთი მათ საზარბაზნე ხორცად გამოყენებას გეგმავს.
ოსურ-აფხაზური საზარბაზნე ხორცი - დროება
20 მარ 202220:45
3 წუთის საკითხავი