logo
ENG



ოქრიაშვილი: ამ სისტემაზე გადასვლით არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება

12 ნოე 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
ups3k8oyk3r5csa.png

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვას იწყებს. მიმდინარე კვირას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე იმსჯელებენ.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი  კახაბერ ოქრიაშვილი. მისი თქმით, ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით ქვეყანას არ ეყოლება ნორმალური ხელისუფლება.

„მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება როდესაც ჩვენ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე, იმიტომაც არ ვუჭერ მე მხარს ამ პროექტს. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანი არის ვინც, არ უჭერს მხარს. მე ვთვლი, რომ არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს, მაგრამ შესაძლებელია მათ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს რადგან გუნდური თამაში წესებს ითვალისწინებენ “, -განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.


close დახურვა