logo
ENG



ოქრიაშვილი: ვინც იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში

02 მარ 202313:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/mo9ve73yfs8m5rv.jpg

ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ბატონი ლევან იოსელიანი დანიშნოს სახალხო დამცველის პოსტზე და ამ დანიშვნით, ფაქტობრივად, გააუქმოს ომბუდსმენის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯის დამოუკიდებლობა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ჩნდება ცნობები, რომ ოცნების დეპუტატების გარდა, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ სხვა ფსევდო-ოპოზიციური და დღეს დამოუკიდებელი დეპუტატები.

ვინც ლევან იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში - ისინი ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან!

მათ სახელებსა და გვარებს მალე გავიგებთ და მათი ადგილი პოლიტიკაში აღარასდროს იქნება, რადგან ასეთი ხალხი ასრულებს სამარცხვინო საქმეს - ამბობენ, ოპოზიციონერები ვართო, სინამდვილეში კი "ქოცის ქოცები" არიან. ამ მხრივ, პროცესი კარგია, რადგან ხდება "ქოცებთან" შეკრული ვითომ ოპოზიციის გამოაშკარავება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს კონკრეტული ძალები და პიროვნებები, ვინც დღეს ისე იყიდება, როგორც კიტრი "დეზერტირების" ბაზარში, არც პარლამენტში და არც პოლიტიკურ სივრცეში აღარ აღმოჩნდნენ.


close დახურვა