ოქრო, ოლიგარქი და რუსეთი - რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკის სამინისტროს გამოცხადებულ აუქციონთან. ოპოზიცია, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ლიცენზიის მოპოვებისთვის 7 ადგილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მდებარეობს, იმისთვის გამოიტანა, რომ რუსული სქემა ამოქმედდეს. ოპოზიციური ძალა ირწმუნება, რომ რუსული სანქცირებული ოქროს გასატანად საქართველოს გამოიყენებენ და სწორედ ამ საქმეს ემსახურება ლიცენზიის აუქციონზე გამოიტანა. ნაციონალურმა მოძრაობამ არემჯი გოლდი დაასახელა. ბრალდებას დღესვე უპასუხა ეკონომიკის სამინისტრომ.
ოქრო, ოლიგარქი და რუსეთი
23 აგვ 202220:14
3 წუთის საკითხავი