„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში მის დაბარებას ეხმაურება.
ოქრუაშვილი ფაქტს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს ფორსირებულ რეჟიმში ჩანიშვნა 8 მარტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი შეთანხმების დარღვევას კიდევ ერთხელ შეეცდება, მას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„8 მარტის შეთანხმების შინაარსის და სულისკვეთების დარღვევა ივანიშვილს და ქვეყანას ერთხელ უკვე ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა. საკმაოდ შეილახა ქვეყნისა და ხელისუფლების რეპუტაცია. სასამართლოს ამ პერიოდში ასე ჩანიშვნა და ესეთი ფორსირებული რეჟიმით განახლება ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. უნდა აცნობიერებდეს ამას, როგორც ხელისუფლება, ისე ივანიშვილი, რომ არანაკლებ ფასს გადაიხდიან. ამ საქმის უკან რომ ივანიშვილი დგას ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მით უმეტეს პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმესთან მიმართებაში ყველამ დაადასტურა. კარგად დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ასეთ შეცდომებს ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის. პირადად მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის“,-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, საერთაშორისო პარტნიორებთან დადეს, სრულად ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, ვინაიდან „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია.
„ჩემი, გიგი უგულავას და კიდევ ბევრი ადამიანის დაპატიმრება განპირობებული იყო პოლიტიკით, გამოშვებაც განპირობებული იყო ასევე პოლიტიკით. თუ ხელისუფლებას უნდა რომ ქვეყანაში ხელახლა განაახლოს რეპრესიები, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ძალიან ძვირ ფასს დაადებს. ჯერ შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის, იმიტომ რომ გამოშვებული არ არის გიორგი რურუა. რადგან ერთხელ ვერ ისწავლეს ჭკუა, გამეორება ცოდნის დედააო და ვნახოთ, იქნებ ისწავლონ მეორედ“,-აცხადებს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. პროცესი 22 ივლისს არის ჩანიშნული.
ასევე შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს".
როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.
პარტიები აგრეთვე გიორგი რურუაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გათავისუფლება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით პრინციპული საკითხია.
როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.
პარტიები აგრეთვე გიორგი რურუაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გათავისუფლება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით პრინციპული საკითხია.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში მის დაბარებას ეხმაურება.
ოქრუაშვილი ფაქტს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს ფორსირებულ რეჟიმში ჩანიშვნა 8 მარტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი 8 მარტის შეთანხმების დარღვევას კიდევ ერთხელ შეეცდება, მას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„8 მარტის შეთანხმების შინაარსის და სულის კვეთების დარღვევა ივანიშვილს და ქვეყანას ერთხელ უკვე ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა. საკმაოდ შეილახა ქვეყნისა და ხელისუფლების რეპუტაცია. სასამართლოს ამ პერიოდში ასე ჩანიშვნა და ესეთი ფორსირებული რეჟიმით განახლება ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. უნდა აცნობიერებდეს ამას, როგორც ხელისუფლება, ისე ივანიშვილი, რომ არანაკლებ ფასს გადაიხდიან. ამ საქმის უკან რომ ივანიშვილი დგას ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მით უმეტეს პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმესთან მიმართებაში ყველამ დაადასტურა. კარგად დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ასეთ შეცდომებს ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის. პირადად მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის“,-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.