logo
ENG



ოქრუაშვილი: ჩვენი დაპატიმრებაც და გათავისუფლებაც ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

15 მაი 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აცხადებს, რომ 20/21 ივნისის ღამის შემდეგ ციხეში მოხვედრილი პირები, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო იყვნენ დაპატიმრებულები. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი იღებდა და გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მან მიიღო. 

მისივე თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„ყველა ვინც ამ თვეების განმავლობაში ვიყავით ციხეში, ყველას დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთი ადამიანის მიღებული, ასევე გათავისუფლებაც იყო ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ქვეყანაში გადაწყვეტილებას ყველა შტოში იღებს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა „ფორმულას“ ეთერში. 

 


close დახურვა