თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელ Facbook-ზე თეა წულუკიანს მიმართავს. როგორც ოქრუაშვილი წერს, იუსტიციის მინისტრს პროკურატურაში პროფესიონალი კადრი აღარ დარჩა. მისივე თქმით, ივანიშვილი და თადუმაძე სავარაუდოდ კიდევ ერთ საქმეზე წაუყენებენ ოქრუაშვილს ბრალს, რაც მოსალოდნელია.
"ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ"
"წულუკიანი თეა ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ. 2006 წლის 25 ივლისის ( N3530)კანონს უკუქცევითი ძალა რომ მიეცით და ხანდაზმული მუხლით წამიყენეთ ბრალი, კონსტიტუციის 31 -ე მუხლის მე-9 პუნქტს რას უშვებით? თუ ბიძინას საარჩევნო დაპირებას ასრულებთ და სრულიად ევროპის იურიდიული წრეებიც უნდა გააკვირვოთ?
"მოგიკვდეთ ჩემი თავი, პროკურატურაში წერა-კითხვის მცოდნეც რომ აღარ დაგრჩათ არავინ და უდიპლომო თადუმაძის და “ ობეხე” გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედათ რომ დარჩით, მითხარით და მე მოგეხმარებით ჩემთვის უკეთესი და კვალიფიციური ბრალის წარდგენაში. ბოლო წლებში მხოლოდ ერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ივანიშვილთან, შოთაძესთან და ვასაძესთან ერთად.
ეს ახალი საქმეც რომ ჩამოგეშლებათ, ისე როგორც გავრილოვის ღამეზე ჩემს მიმართ აღძრული საქმე უკვე გეშლებათ, მერე ალბათ ივანიშვილი და თადუმაძე ხაშურის ბორდელების დალუქვაზე წამიყენებენ ბრალს.
ცხინვალიდან ტანკით და ნამგალი და უროიანი წითელი დროშით რომ მოვდიოდი, ეგ ბრალი უკვე მქონდა და არ აგერიოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
თუმცა, მაგასაც ავიტან. ჩემი ცხოვრება კანონზომიერებას ისედაც არასდროს არ ექვემდებარებოდა",- წერს ორქუაშვილი.