logo
ENG



ოქრუაშვილის ადვოკატს გირაოს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს

23 ოქტ 201911:25
3 წუთის საკითხავი
 
bvmvcsfixgnk2h8.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. თავად ირაკლი ოქრუაშვილი კი პროცესს არ ესწრება. ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და 5000-ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიზეზად კი მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე დაასახელა. 

მოასართლის განმარტებით, კვლავაც არსებობს რისკები ოქრუაშილვის მხრიდან მიმალვისა. ასევე არსებობს რისკები გამოძიებაზე და მოქმეებზე ზემოქმედებისა. სწორედ ამ არგუმენტების გამო სასამღტლომ ბრალდებული ოქრუაშილი ისევ პატიმრობაში დატოვა და დაცვის მხარეს უარი უთხრა 5000 ლარიან გირაოზე.

"ვინაიდან არცერთი მხარის მხრიდან არ იყო რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი, პატიმრობა დარჩა ძალაში. მომდევნო სხოდმაზე ბრალდების მხარე კვლავ გააგრძელებს მისი მტკიცებულებების გამოკვლევას. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის დროს საჭიროა წამორდგენილ იქნეს რაიმე ახალი გარმოება, რაც ზეგავლენას მოახდენს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებაზე, თუმცა დრევანდელ სხდომაზე ასეთი რამ არ წარმოდგენიათ,-"განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას კონკრეტული ფაქტის გამო ეთანხმება ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ბოჭორიშვილი. მისი თქმით, მიმდინარე პროცესზე ზემოქმედება გამორიცხულია. 

"პოზიცია ასეთი იყო რომ, მას შემდეგ რაც ოქრუაშილი საქმის წამროება ცალკედ გამოიყო და არსებითად იხილება საქმე. ეს ადასტურებს იმას, რომ სხვა მოწმეებეთან, აქციის სხვა მონაწილეებთან, მას კავშირი არ აქვს და არც ისინი არ არიან მოწმებთა სიაში. შესაბამისად რჩებიან პოლიციელი მოწმეები, რომელზეც ზემოქმედების რისკი არ არსებობს. ,-"აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი. 

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე -ექსპერტები, რომელთაც საქმეში არსებულ ვიდეო-მტკიცებულებებს ექსპსერტიზა ჩაუტარეს. მათი თქმი, ვიდეოში ოქრუაშვილის კადრებიცაა, თუმცა მათი თქმიტ, არ შუეფასებიათ რამდენინად ძალადობრივი იყო ეს კადრები,  რადგან მათ კომპეტენციაში აღნიშნული არ შედიოდა. 

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ოქრუაშვილის მხარდამჭერებიც, რომელთა მტკიცებით ბრალდებული უდანაშაულოა.

"ეს არის გახარიას და ივანიშვილის მცდლეობა, რომ 20 ივნისის სირცვხილი როგორმე სხვაზე გადაეტანათ და თავიანთი მხრებიდან მოეშორებინათ, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ირაკლი მათ ვერ გატეხეს, მიუხედავად დიდი მცდელობისა ,-"აცხადებს მოძროაბა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი კოტე კემულარია.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით, წინასწარ პატიმრობაში უკვე მესამე თვეა იმყოფება. ის ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.


close დახურვა