logo
ENG



ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ

16 მარ 202016:46
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. როგორც ოქრუაშვილის პარტიის წევრები აცხადებენ მისი მხრიდან  20 ივნისის აქციაზე,  რაიმე ძალადობას ან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია, რადგან ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. თავად ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრებოდა.

„ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელებიც ვერ ამტკიცებენ, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი და მუდმივად პროკურორი ატრიალებს ერთ კადრს, რომ პოლიციელი ჩამოდის და ირაკლი ოქრუაშვილი გვერდს უვლის“,-განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.



close დახურვა