logo
ENG



ოცნება, აქტივისტებზე ძალადობის პარალელურად, ტვიტერზე ძალადობაში ოპოზიციას ადანაშაულებს

19 თებ 202117:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/19/l8jfws2a1rs3cxp.jpg
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნება პარლამენტის წინ პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის პარალელურად,საერთაშორისო აუდიტორიისთვის Twitter-ზე წერს, რომ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები პოლიციაზე ძალადობენ და პოლიტიკური პროცესის პოლარიზაციას უწყობენ ხელს. 

"სიტუაციის დეესკალაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციური ძალები პოლიციის წინააღმდეგ ქუჩის ძალადობას აქეზებენ, პოლიტიკური პროცესისთვის ძირის გამოთხრისა და პოლარიზაციის გაღრმავების მიზნით", - წერს მმართველი პარტია Twitter-ზე

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები, სინამდვილეში, საპროტესტო კარვის გასაშლელად მივიდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და აქციის მონაწილეებისთვის საპროტესტო ინვენტარის წართმევა ძალადობის გამოყენებით სცადა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს კარავი წაართვეს და აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.


close დახურვა