logo
ENG



ოცნება ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ 50 ლარს უხდის - მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები

27 სექ 202117:42
3 წუთის საკითხავი
 

ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები შიდა ქართლში - ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, ფორმულას ინფორმაციით, მოქალაქეებს ფულს ურიგებენ.

ხმის ღირებულება, ფორმულასვე ინფორმაციით, 50-დან 200 ლარამდე მერყეობს. 

ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და მმართველი პარტიის წარმომადგენლად გაეცნოს მოქალაქეს, რომელმაც ხმის სანაცვლოდ ფული აიღო.  

ქალმა დაადასტურა, რომ მას ნამდვილად გადაეცა 50 ლარი იმის სანაცვლოდ, რომ არჩევნების დღეს ხმა მისცეს ქართულ ოცნებას. 

„50 ლარი მოვიდა [ჩემამდე]. ზოგს ასი ლარი დაურიგეს და მე 50, არ ვიცი, რა. კი, [ხმის სანაცვლოდ], აბა, რას ვიზამ", - ამბობს ქალი ფორმულასთან საუბრისას.  

წინასაარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე საუბარი იყო სამართლიანი არჩევნების შუალედურ ანგარიშში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებდნენ, მოსყიდვის ფაქტები კვლევის პერიოდში თავადაც გამოავლინეს.


close დახურვა