logo
ENG



ოცნება ე.წ. დოქებს ყიდის

30 იან 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-8 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ამოჩემებული პროექტის ბედი გადაწყვიტა. რიყის ე.წ. დოქები, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია არ მოსწონს, აუქციონზე იყიდება. ინფრასტრუქტურა, რომელშიც მილიონები დაიხარჯა, წლებია უფუნქციოდ დგას და ბოლო საექსპერტო მონაცემებით, 95 მილიონიან ქონებას ხელისუფლება მიზანმიმართულად აფუჭებს. რა ფუნქციას შეიძენს გასხვისების შემდეგ პროექტი, უცნობია, ამფითეატრის შენობა აუქციონზე მომავალ კვირას გამოდის.

ეკონომიკის სამინისტრომ  დღეს მისი აუქციონზე გატანა და პატრონის მოძებნა გადაწყვიტა. 95 მილიონი საწყისი ფასია. ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დღეს არ განუმარტავს რატომ არ ან ვერ მოუძებნა მთავრობამ ძვირადღირებულ შენობას ამ დრომდე ფუნქცია. იტალიელი არქიტექტორის ამფითეატრის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და ის 75 მილიონი ლარი დაჯდა. თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების პროექტი მოქმედმა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ახირების გამო გაწირა და ამით ბიუჯეტს სოლიდური შემოსავალიც დააკარგვინა.  

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის ტურისტულ ცენტრში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სრულიად სხვა გეგმა აქვს. რადგან ჯერ კიდევ შარშან თბილისის მერი ამბობდა, რომ რიყის ე.წ. დოქებს ინვესტორებზე სიმბოლურ ერთ ლარადაც ვერ ასხვისებდნენ. 

 


close დახურვა