ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ ოცნებაში - მმართველი პარტია, რომელიც მტრის ხატს ქმნის, სინამდვილეში თავად აწინაურებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელ ჩინოვნიკებს. ამის მკაფიო მაგალითია არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში მერობის კანდიდატი.
ჩიქოვანი ნაციონალური მოძრაობის დროს ძალოვან სტრუქტურებში იკეთებდა კარიერას. ახლა კი ქართული ოცნების წარმომადგენელია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კანდიდატს კრიმინალური წარსული აქვს.