logo
ENG



ოცნება ირწმუნება, რომ მათი კვლევებით, კალაძეს ამომრჩეველთა 66,2% უჭერს მხარს, მელიას - 33,8

13 აგვ 202111:34
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება ირწმუნება, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევებით, თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს ამომრჩეველთა 66,2% უჭერს მხარს, ნიკა მელიას კი - 33,8%.

ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ კვლევა მათი პარტიის სოციოლოგებმა ჩაატარეს.

პაპუაშვილის მტკიცებით, კვლევაში კითხვაზე, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, პასუხები ასე განაწილდა: კახა კალაძე - 66,2%, ნიკა მელია - 33,8%.

მისივე თქმით, კვლევა 2-8 აგვისროს ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 728 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი კი 2,2%-ია.

"პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, არჩევნებში მხოლოდ ორმა ხმები შემდეგნაირად განაწილდა: კახა კალაძე - 66,2 %; ნიკანორ მელია - 33,8 %. 

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს: ქართული ოცნება - 46,3; ნაციონალური მოძრაობა - 23,3; გირჩი - მეტი თავისუფლება- 5,3; საქართველოსთვის - 5,2; მოქალაქეები- 3,3; სტრატეგია აღმაშენებელი- 2,3; ლელო

- 2,3; პატრიოტთა ალიანსი - 2,1; ევროპული საქართველო - 1,4; გირჩი - 1,2; ლეიბორისტული პარტია - 0,9 ; ერთიანი საქართველო - 0,8; სხვა პარტიები - 5,6", - ამბობს პაპუაშვილი. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა