logo
ENG



ოცნება კიბერშეტევაზე: ხელისუფლება თანამშრომლობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან

21 თებ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მიმართ განხორციელებული კიბერშეტევის შეფასებისას მმართველ გუნდი ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორებზე ამახვილებს. ხელისუფლება ხაზს უსვამს  პროცესებში დასავლეთის ჩართულობასა და მასთან თანამშრომლობას. როგორც "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, დასავლეთის მხარდაჭერა პრობლემის მოგვარების საუკეთესო ალტერნატივაა.

"საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და მიდის მუშაობა რომ მსგავსი თემის პრევენცია მოხდეს. გუშინდელი განცხადებაც ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო",-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

მდინარაძის მოსაზრებას იზიარებს კობა კობალაძეც. მისი შეფასებით, სწორედ გლობალური მუშაობის შედეგად გამოვლინდა კიბერშეტევის ფაქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება სწორად და გამართულად მუშაობს. 

"ის, რომ ამ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ხიფათს წარმოადგენს კიბერუსაფრთხოება, ეს ყველამ იცის. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო ერთი დიდ ოჯახის წევრია ამ თვალსაზრისით კიბერუსაფრთხოების თემების მონაწილე. ამიტომ ის საგამოძიებო ქმედებები, რაც დაიდო, ეს იყო რეალური მუშაობის შედეგი",-ამბობს კობა კობალაძე. 

კიბერშეტევაზე საუბრისას მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობის" მმართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტი უფრო ცალსახად და აშკარა იყო. შესაბამისად ოპოზიციის დრევანდელი კრიტიკა მიუღებელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლის ომი ჯერ დასრულებული რომ არ იყო და რუსებს სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს, ყველას გვახსოვს. საერთოდ ნაციონალური მოძრაობის შეფასებებს სჭირდება საკუთარი წარსულის გახსენება. ჩვენი ხელისუფლება კი ოკუპანტთან მიმართებაში ყოველთვის მკაცრია",-აღნიშნავს დავით მათიკაშვილი

 


close დახურვა