სამი ტელეკომპანია მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდება. კრიტიკული არხების დასჯით გამორჩეული კომისია ახლა პროევროპული ვიდეორგოლის შესახებ იმსჯელებს. ბექაურის კომისიამ საჩივარი უკვე ცნო დასაშვებად. მომჩივანი ქართული ოცნებაა, რომელიც კლიპმა გააღიზიანა. მარეგულირებლის მიმართ კრიტიკულ ტელევიზიებს ნდობა არა აქვთ, რადგან ივანიშვილის დავალებების შემსრულებლად მიიჩნევენ.