logo
ENG



ოცნება საარჩევნო სისტემას არ ცვლის და ახალ ინციატივას აყენებს

25 ნოე 201911:42
3 წუთის საკითხავი
 
wunz3clfgeec5ol.jpg

"ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემას არ ცვლის - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ლაკაძემ გააკეთა. მისი თქმით, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, იმ ოლქებში, სადაც ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების გარდა, სხვა დამოუკიდებელი კანდიდატიც იქნება, ოცნების კანდიდატი არ დააყენოს.

„საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი არ არსებობს. შესაბამისა დთემა დახურულია. 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა თავისი შესაძლებლობები არჩევნების დემოკრატიული გზით ატარებისკენ უნდა მიმართოს. ნაციონალური მოძრაობა და მისი დანამატები ფიზიკური დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ და გვავაზობენ ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელიც მათი ქმით, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეს არის შეგნებული სიცრუე. ჯერ კიდევ 2017 წელს ქართული ოცნების ცალმხრივი ინიციატივითა და ძალისხმევით, კონსტიტუციაში აისახა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, რასაც ნაცმოძრაობამ გამოუცხადა ბოიკოტი. ახლა ეს ადამიანები დგანან ქუჩაში და ცდილობენ პრობლემა შეუქმნან ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მოვუწოდებთ ავი ეიკაო დესტრუქციული მოქმედებებისგან. მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები, სადაც ნაცმოძრაობისა და მისი დანამატების გარდა, იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი და შანსი ექნება გამარჯვების. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ აქტიურ ადამიანებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორცილების პროცესში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, როგორც კალაძემ განმარტა, მათთან შედგა შეთანხმება, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას.

„საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტართა ჯგუფი, რომელბიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ვერანაირ ცვლილებას ვერ განვიხილავთ და შევანხმდით რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას იმ პირობეით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი, საერთო სახალხო კენნჭისყრაზე, 2020 საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 


close დახურვა