logo
ENG



ოცნებამ გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში და გურჯაანის მერის პოზიციაზე კანდიდატები წარადგინა

14 აგვ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/14/njz9yyv8ckzh4q0.png

ქართულმა ოცნებამ გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში, ასევე, გურჯაანის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

"ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის სახელით გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში წარმოგიდგენთ გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას [...] ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სახელით გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგეთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას", - განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, პირველ ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში და შემდეგ შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.


close დახურვა