logo
ENG



ოცნებამ რეკლამაში 3-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ ჯამში - TI

23 ივლ 202015:35
3 წუთის საკითხავი
 
923rt171it8oqdp.jpg

„ქართულმა ოცნებამ" რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18 პარტიამ ჯამურად დახარჯა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.

"გამჭვირვალობის" ანგარიშიდან ირკვევა, 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% ანუ 8 877 711 ლარი - მმართველ პარტიაზე მოდის.

2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს პარტიებმა რეკლამაზე ჯამში 2 352 736 ლარი დახარჯეს, აქედან 74% - 1 747 140 ლარი - მმართველ პარტიაზე მოდიოდა.

გამჭვირვალობის სრული ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე


close დახურვა