მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.
ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.
მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.
ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიან არჩევნებს უნდა მიეღო. დღევანდელი შეხვედრა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.