საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მან მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა პარტია „ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემაზე გაცემული დაპირების შესრულებისკენ მოუწოდა. „მხარს ვუჭერ საქართველოში მომიტინგეების მოთხოვნებს მათი ქვეყნის დემოკრატიული, წარმატებული და პროდასავლური მომავლისთვის. „ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე დაპირება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეასრულოს". აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორი კვირის წინ განცხადება გაავრცელა „ევროპის სახალხო პარტიამაც" და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა.