logo
ENG



ოცნებიდან წასული დეპუტატები ახალ ფრაქციას დამოუკიდებელ დეპუტატებს ქმნიან

28 ნოე 201916:39
3 წუთის საკითხავი
 
mmgiko3q1d9h6th.jpg

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა რომლებმაც, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობის რიგები დატოვეს, ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან კობერიძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, ფრაქციის თავმჯდომარე ოცნების განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება.

„ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ საპარლამენტო საქმიანობის დარჩენილ ვადაში პოზიტიური დღის წესრიგით იმუშაოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობისათვის. ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული და გადახრილი არცერთ იმ პოლიტიკური ჯგუფების მხარეს, რომლებიც დღეს არსებობენ პარლამენტში ან პარლამენტის გარეთ. მთავარი თემა იქნება ის, რო დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა შევძლოთ და გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ფრაქცია იძლევა საპარლამენტო საქმიანობისათვის. ფრაქციის შექმნა გიორგი კვირიკაშვილის სახელს არანაირად არ უკავშირდება,“- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ახალი ფრაქცია არის ახალი დღის წესრიგით, ახალი ხედვით და მოქალაქეებისთვის რეალური შეთავაზებით.

„სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, ეს ორპოლუსიანობა არის ძალიან დამაზიანებელი. ამიტომ ახალი ფრაქცია არის ახალი დღის წესრიგით, ახალი ხედვით და მოქალაქეებისთვის რეალური შეთავაზებით. რეალურ მომავალზე ორიენტირებული ფრაქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფრაქციის წევრები იქნებიან: ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.


close დახურვა