ის, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქალაქიც ჩვენია და გნებავთ, ახალი ლურჯი ავტობუსებიც ჩვენია - ჯერ ისევ ვერ გავისიგრძეგანეთ. როცა გვესმის „სახელმწიფოს ფული“, „ბიუჯეტის ფული“, ეს ვიღაც სხვისი გვგონია. არადა, მართლა ჩვენია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მთავრობებს კი ვირჩევთ იმისთვის, რომ ეს ფული გონივრულად განკარგონ და ჩვენს კეთილდღეობას მოახმარონ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად ბიუჯეტის ფულს მთავრობები იმ ადამიანებს ახმარენ, ვისგანაც ისინი პირდაპირ უკუგებას ელიან.
2013 წლიდან ოცნების შემწირველთა ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფომ 160 მილიონი ლარი გადაუხადა. ასეთი კომპანიები კი არაერთია. რატომ იწელება და ჯანჯლდება საგზაო სამუშაოები, რატომ ვერ ვახერხებთ ისე დავგეგმოთ, რომ ერთი და იგივე მონაკვეთი დაუსრულებლად არ ვანგრიოთ და ვაწესრიგოთ, რა არის მიზეზი: კვალიფიკაციის ნაკლებობა, ცუდი მენეჯმენტი, თუ პირდაპირი კორუფციული ორმოები, რომლითაც ბოლო წლების თბილისი ლამის პირდაპირი გაგებითაა სავსე? „ოცნების“ არაშენდა დავით თამაზაშვილის, ლაშა ჭონქაძის და გიორგი ტეტუნაშვილის სიუჟეტში.
ოცნების არაშენდა - ხალხის ბიუჯეტი, რომელსაც არაკვალიფიციურად განაგებენ
31 მაი 202020:11
3 წუთის საკითხავი