logo
ENG



ოცნების დეპუტატების მხრიდან თავდასხმის საქმეზე წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

19 ივლ 202211:40
3 წუთის საკითხავი
 

TV პირველის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოში ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან თავდასხმის საქმეზე ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს.

წერეთელი ამბობს, რომ დეპუტატები უნდა დაისაჯონ, საელჩომ კი ვიდეოჩანაწერები უნდა გამოაქვეყნოს.

"პროკურატურას მოუწია საქმის აღძვრა, ასევე მოუწევს დამნაშავეების, მანდ არ იყო მარტო ოხანაშვილი, ყველას გაშვება ციხეში, ვინც განახორციელა ჯგუფური თადვასხმა.

აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გახდებით თანამონაწილე, აუცილებლად, დაუყოვნებლივ პროკურატურას მიწოდეთ მასალები, რომ გასაჯაროვდეს თავდასხმის კადრები", - თქვა წერეთელმა.

ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს თავს 30 ივნისს, საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაესხნენTV პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.


close დახურვა