logo
ENG



ოცნების დეპუტატი ბერაძე ამომრჩეველს ზურაბიშვილის გამო ბოდიშს უხდის

31 მარ 202316:18
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი რიმა ბერაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამო ამომრჩეველს ბოდიშს უხდის.

"ის რაში გვადანაშაულებს ჩვენ? არ გვადანაშაულებს და ვერ დაგვადანაშაულებს იმიტომ, რომ ქართულ ოცნება და პირადად მე ყოველთვის ხალხის გვერდზე ვიდექით. ერთი ფაქტი დამისახელეთ რომ სალომე ზურაბიშვილი ხალხთან მივიდა. [...] მისი გამოსვლა დღეს უნდა ყოფილიყო, რომ ხელი შეეწყო ქვეყანაში არსებული იმ დამოკიდებულებისათვის, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია. მისმა დამოკიდებულებამ მე ვფიქრობ, ხელი შეუწყო ამ დამოკიდებულების გაღრმავებას.

მე პირადად ვუხდი ჩემს ამომრჩეველს ბოდიშს, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი თბილისის მასშტაბით ჩემს რაიონში პირველ ადგილზე გავიდა", - ამბობს დეპუტატი ფორმულასთან საუბარში.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მარტს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ქართული ოცნება გააკრიტიკა და მოუწოდა, ხალხის ნება აღასრულონ, რომელიც ევროპულ მომავალს უკავშირდება.


close დახურვა