logo
ENG



ოცნების ლიდერებს სავარძლების დაკავება მოქალაქეების დარბევის შემდეგ მოუხდათ

26 ნოე 201919:53
3 წუთის საკითხავი
 
qcfgloiy1jyj9r6.png

მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზანი ერთი იყო - ქართული ოცნების დეპუტაციას საკანონმდებლო ორგანოში შეეღწია. დაშლის მიუხედავად, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქართული ოცნების ლიდერებს, საკუთარი სავარძლების დაკავება მოქალაქეების დარბევის შემდეგ, სირცხვილიას შეძახილებით და პოლიციის დახმარებით მოუხდათ. 

გაძლიერებული დაცვის პირობებში მოუწია საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამჯერად არჩილ თალაკვაძეს საკანონმდებლო ორგანოში შეშა და წალამი არ წარუდგენია, წინა დარბევისგნ განსხვავებით, როცა ის აქციის დაშლის შემდეგ ბიუროზე ბოქლომით და ჯაჭვით გამოჩნდა. 

პოლიციის კორდონისა და გაძლიერებული დაცვის პირობებში მოუწია საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარეს. არჩილ თალაკვაძემ მედიასთან არ განმარტა, გრძნობდა თუ არა უხერხულობას შექმნილი მდგომარეობის გამო.

პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ მოქალაქეები ქართული ოცნების დეპუტატ თეიმურაზ ჭკუასელს, რომელიც პარლამენტში შესვლას ცდილობდა. დეპუტატს მოქალაქეებმა ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს. ჭკუასელს საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო განმარტების გაკეთება მოუწია. 

პოლიციის დიდი მობილიზაცია იყო პარლამენტის შიგნით და შენობასთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს ბიუროს სხდომიდან მიმართა და საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდა. თალაკვაძის თქმით, პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილოს და მუშაობა არ შეფერხდება. 

ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი სესიის დღის წესრიგიც. სირცხვილის კორიდორის გავლის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატების მთავარი ამოცანა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება აღმოჩნდა.


close დახურვა