logo
ENG



ოცნების ოფისთან 2 აქტივისტი დააკავეს, მათ პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება

13 თებ 202121:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/13/iq1v3hqhr2plp8l.jpg

ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავების მიზეზი წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა გახდა. 

შსს-ის ცნობით, ერთ-ერთი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე აქტივისტი იმავე კოდექსის მხოლოდ 173-ე მუხლით არის დაკავებული. 

სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია ქართული ოცნების ოფისთან დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. აქტივისტები პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებებსა და ძალადობრივ მოპყრობას აპროტესტებენ. აქციაზე მრავალი პოლიციელია მობილიზებული. აქტივისტები უკვე არღვევენ ხელისუფლების მიერ ძალაში დატოვებულ გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც 9 საათის მერე მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავს. 


close დახურვა