პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, ტიტე გედენიძე დააკავეს. როგორც ადგილიდან „ფორმულას“ კორესპონდენტი იტყობინება, გედენიძე კედელზე წარწერა „შეცვალეს“ დაწერისას დააკავეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები დაიშალნენ, მაგრამ პარტიის ოფისთან სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. შეხვედრის პარალელურად აქციას მართავდნენ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები, რა დროსაც სამი პირი დააკავეს.