„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დღეს განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორმულას" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. ამ დროის მონაცემებით შეხლა-შემოხლის შედეგად, 6 ადამიანია დაშავებული.