logo
ENG



ოცნების პარტაქტივი უკვე 2 დღეა ხოშტარიას და ნადირაშვილის წინააღმდეგ აქციებს მართავს

20 თებ 202009:39
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" პარტაქტივი უკვე მეორე დღეა რაც "ევროპული საქართველოს" წევრებს ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აქციებს მართავს.

პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ოფისთან გამართული აქციების უკან „ქართული ოცნება" დგას. 

"ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე აქტივისტების ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ასეთი აქციების გამართვა შემაშფოთებელია. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ახალგაზრდები აქ მოვიდნენ. პრობლემა მათში კი არ არის, პრობლემა არის იმ ადამიანებში ვინც ამის ორკესტრირება მოახდინა. მათ გასაგებია, რომ ზნეობა და სინდისი არ გააჩნიათ, მაგრამ როგორც ჩანს თავში ტვინიც არ გააჩნიათ. ეს არის ძალიან საშიში და შემაშფოთებელი რამ, როდესაც დეპუტატს რესტორანთან აქციას უწყობენ, მისი პოზიციას გამო“, - აღნიშნა ბუაძემ. 

ფაქტს ასევე პოლიტიკოსების თანაპარტიელი გიორგი კანდელაკიც ეხმაურება. მისი აზრით პარტაქტივის ქმედებები საბჭოთა კავშირის პოლიტიკას ჰგავს. 

"კარგია, რომ საბჭოთა თემატიკაზე ავარდნენ, რადგან სინამდვილეში „ქართული ოცნება“ როგორც ფენომენი არის საბჭოთა ნუმენკლატურული რევანში ვარდების რევოლუციის ფასეულობების წინააღმდეგ. „ქართული ოცნებისგან“ სწორედ ამით განვსხვავდებით. მათი დამოკიდებულება საბჭოთა წარსულის მიმართ არის როგორც მინიმუმ ორაზროვნება და გარდა ამისა, ის სავსეა საბჭოთა პერიოდის ფიგურებით, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

 

 


close დახურვა