logo
ENG



ოცნების პარტაქტივმა ევროპული საქართველოს ბაღდათის ოფისშიც სცადა შეღწევა

20 თებ 202009:19
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს" ოფისს არა მხოლოდ თბილისში, არამედ უკვე რეგიონებშიც ესხმიან თავს.

იმ ფონზე, როდესაც პარტიის მთავარ ოფისთან "ქართული ოცნების" პარტაქტივის აქცია მიმდინარეობდა, ახალგაზრდების ჯგუფმა პარტიის ბაღდათის ოფისშიც სცადეს შეჭრა.

პარტიის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, შალვა დათუაძე ოფისის დარბევაში „ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. მისი თქმით, ახალგაზრდები ოფისში შესვლას მაშინ ცდილობდნენ, როდესაც იქ აღარავინ იყო.

მათ რკინის კარის შემტვრევა ვერ შეძლეს, რის გამოც ოფისის სააგიტაციო მასალები და გარე აბრები ჩამოხიეს

„რამდენიმე წუთის გამოსული ვიყავი. ჩამოხიეს სააგიტაციო ბანერები. ბუნებრივია ვუკავშირებ იმ წახალისების პოლიტიკას, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს. რადგან შიგნით ვერ შევიდნენ და დახიეს ეს პლაკატები“, - ამბობს შალვა დათუაძე "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში. 

 

 


close დახურვა