ოცნების მთავარი პროპაგანდისტი სექსუალურ შევიწროებაში ერთდროულად სამმა ქალმა დაადანაშაულა. ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ დეტალურად გაიხსენა, როგორ მოექცა შალვა რამიშვილი სამსახურის საკითხზე გასაუბრების დროს. ყველა ქალის მონაყოლი თითქმის იდენტურია, რომ მათ შალვა რამიშვილი გასაუბრების დროს ავიწროებდა, ცდილობდა, სამსახურებრივი მდგომარეობა გამოეყენებინა, სვამდა სექსუალური ხასიათის კითხვებს, ჩართო პორნოგრაფია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებას ედავებიან. პოსტ ტივის ხელმძღვანელს იმედის ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ დავა ორ ინსტანციაში მოუგო. საგულისხმოა, რომ რამიშვილის დასაცავად დღეს პირველი ქართული ოცნება გამოვიდა, ისე, რომ ჯერ კითხვაც არ იყო დასმული. პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის გუნდის განმარტებები მსგავსია, - ბრალდებების უკან ფაშისტურ კამპანიას ხედავენ.