„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გარეტ უორდი ხვალ, 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები დასანქცირდნენ. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე და მედიაზე, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
