logo
ENG



ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა აჭარის ტელევიზიის ბორდის საბჭოს სხდომაზე დასწრება მოითხოვეს

19 თებ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის საბჭოს სხდომაზე დასწრება მოითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისათვის მადლობის გადახდა სურდათ. 

„გვინდოდა გაგვეჟღერებინა, რომ ბატონმა თორნიკემ კარგი გადაწყვეტილება მიიღო. გვინდოდა, რომ ეს ხალხი რომ ზედმეტ პანიკებშია, დავოკდეთ. უნდა იყოთ ყველასთვის და არა პარტიისთვის. გამოვხატავდით ჩვენს პრობლემებს", - აცხადებენ ოცნების ქალაქის მცხოვრებლები.

ტელეკომპანიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათი მობილიზება ხელისუფლებამ საგანგებოდ მოახდინა და ისინი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ უფლებას, დაეპატრონოს აჭარის ტელევიზიას.

„ეს ხალხი არიან დაქირავებულები და მათ პრივილეგიებზე შეპირებებს აძლევენ. აქვთ წინასწარ გაწერილი სცენარი და ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას. ივანიშვილი ცდილობს ყველა ტელევიზია ჩაიდოს ჯიბეში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას, ჟურნალისტებს მოექცნენ უსამართლოდ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები საშტატო ერთეულების გაუქმებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხდება არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. რეორგანიზაციის მოტივით უფლებამოსილება ეზღუდებათ რამდენიმე მოადგილეს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს.


close დახურვა