logo
ENG



ოცნების შტაბის წევრები ამედევნენ და მესროდნენ - ოპოზიციის წარმომადგენელი თავდასხმაზე ჰყვება

19 ოქტ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრზე ლევან მიქელაძეზე თავდასხმა მოხდა. მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე შეეჯახნენ. 

ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა, სადაც ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

როგორც თავად მიქელაძე ფორმულასთან საუბარში ამბობს, მას ქართული ოცნების შტაბის წევრები 2 მანქანით აედევნენ. მიქელაძის თქმით, მას დაახლოებით 8-10 პირი აედევნა და მათ 6-მდე გასროლა განახორციელეს.  

"თბილისისკენ მივდიოდი, როდესაც 2 მანქანა წამომეწია. უნდოდათ ჩემი შენელება და "აბგონზე" გასვლა დავიწყე. მომარტყეს გვერდზე და გადამაგდეს ხევისკენ. მანქანა დავიმორჩილე, ამოვედი და სროლა-სროლით მომსდევდნენ. 2 კაცი დავინახე. ერთი მინდიაშვილი აჩიკო და ბექა, საკრებულოს წარმომადგენელი. ისინი მძღოლები იყვნენ", - აღნიშნა ლევან მიქელაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებას ჯერ არ აკეთებენ. უწყება განმარტებას, სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთებს. 


close დახურვა