logo
ENG



ოცნების ხელწერა ძალადობა და საჯარო მოხელეების მობილიზაციაა - ოპოზიციის შეფასებები

15 დეკ 201911:40
3 წუთის საკითხავი
 
6gf6m4l4aguealz.jpg

ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი - ასე აფასებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტს. მათი შეფასებით, გუშინ მმართველმა ძალამ ძალმომრეობის დემონსტრირება მოახდინა და საჯარო მოხელეები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები იძულების წესით ჩამოიყვანა დედაქალაქში. 

„ივანიშვილს უნდოდა, რომ ეჩვენებინა ძალა და რეალურად აჩვენა „ოცნების“ ირგვლივ არსებული საპანაშვიდო განწყობა. ჩამოსული ადამიანები არც ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი და არც არაფერი ჰქონდათ სასიხარულო. ამდენი ხანი გაატარეს გზაში, რათა აქ მოესმინათ რამდენიმე შაბლონური გამოსვლა", - განმარტავს სერგი კაპანაძე. 

ხატია დეკანოიძის თქმით, გუშინდელი აქცია-კონცერტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი "ქართული ოცნების" მთავარ ხელწერას, რაც დაშინება და ძალადობაა.

"ადამიანები რეპრესიებით, დაშინებით, მუქარით ჩამოიყვანეს. და ამაზე ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ჩვენც გვქონდა უტყუარი ინფორმაცია. გვწერდნენ საჯარო მოხელეები, რომ მათ აშინებდნენ თუ არ ჩამოვიდოდნენ თბილისში. კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიო საზოგადოებას ის, რომ ძალადობა და საჯარო მოხელეების მობილიზაცია - ესაა ზუსტად „ქართული ოცნების“ ხელწერა", - აღნიშნა დეკანოიძემ.  


close დახურვა